понедельник, 30 ноября 2009 г.

ქალის როლი ბუნებაში

1ქალი
2მოკლე აღწერა:იძიებენ მოცემულ მასალას
მოამზადებენ ინტერვიუებს.: სიტყვა ,,ქალის'' მნიშვნელობის აღწერა, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით; ქალის როლი ქვეყნის ცხოვრებაში. სიტყვა „ქალი“ ისტორიასა და, საერთოდ, ცხოვრებაში.
3.სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს დედის შესახებ; გაარჩევენ ქალის როლს ისტორიაში,სხვადასხვა ქვეყნებში, ლიტერატურაში, მუსიკაში, ხელოვნებაში; შექმნიან საინტერესო პორტრეტებს, ესეებს და ნაწარმოებებს..... შეადარებენ პერსონაჟებს, გაითამაშებენ სცენებს სპექტაკლებიდან, ფილმებიდან; შეიქმნება სლაიდშოუ ამ თემაზე სხვადასხვა მხატვრის თუ მოქანდაკის მიერ შექმნილი შედევრების გამოყენებით; ბავშვები იმსჯელებენ ამის შესახებ,სხვადასხვა ასპექტით გააანალიზებენ

4.მონაწილეთა ასაკი:9-10 კლასელები
5.ვადები ხანგრძლივობა:მუშაობის დაწყებიდან 3 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლისში: დამხმარე ლიტერატურის მოძიება, დისკუსიის გამართვა,ნახატების,ესეების კონკურსი,ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება,ინტერვიუები,
ფილმების განხილვა,ლექსის მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენა.სკოლაში გამოფენის მოწყობა.
7.მოსალოდნელი შედეგები,რა შეიძლება შეიქმნას:
ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ ალბომი,ფოტო-კოლაჟი,ჩანახატები,ვიდეო-ფილმი,ლექსი,სიმღერა,ესეები,ელ-ჟურნალი,ვებ-გვერდი,ბუკლეტი.
მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების,დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის,ინტერვიუს აღების,ვიდეო-ფილმის გაკეთების უნარ-ჩვევა.ისწავლიან:ჯგუფურ მუშაობას,ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები:შეიქმნება ცნობარი სხვადასხვა ნაწარმოებებისა და ნახატების შესახებ, რომლებიც ეხება ქალს
8სამუშაო ენა-ქართული
9.მონაწილეები სხვა სკოლებიდან-არაა
10.საგნებთან კავშირი:ისტორიაში-ქალის როლი.ქართულში-ქალის როგორც დედის კულტი
11.პროექტის ფასილიტატორი:ტეო გიორგობიანი
12.ფასილიტატოის ელ-ფოსტა:teoraindi@gmail.com
13პროექტის ფორუმი
14პროექტის ვებგვერდი:http://teogiorgobiani.blogspot.com.